ქუთაისში ნახეს უსახლკარო კაცი რომელიც სავარაუდოდ მარნეულიდანაა
სოციალურ ქსელში ვრცელდება შუახნის კაცის ამსახველი ვიდეო, რომელიც ღამეებს ქუთაისის ავტოსადგურში ათევს. ვიდეოში კაცი აცხადებს, რომ ის მარნეულიდანაა.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში კაცი აცხადებს, რომ მას ზამან ორუჯოვი ჰქვია. ასევე ამბობს, რომ მარნეულში ნათესავები ჰყავს და აქვს საცხოვრებელი სახლი, მაგრამ არ სურს დაბრუნება. გავრცელებული ვიდეოს კომენტარებში მოქალაქეები ამბობენ, რომ კაცი ქუთაისში უკვე რამდენიმე თვეა ცხოვრობს და ის ძნელად გადის კონტაქტზე მოსახლეობასთან.

გთავაზობთ ვიდეოს:

თუ გეცნობათ ზამანი და თვლით, რომ მისი საცხოვრებელი პირობების შესახებ ოჯახს უნდა მიაწოდოთ ინფორმაცია გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.

გარეკანის ფოტო: Dantesi Photography
Print E-mail
FaceBook Twitter Google