ოფრეთში წყალმომარაგების სისტემის მოწყობა 350 027 ლარად იგეგმება
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ოფრეთში სასმელი წყლის ახალი სისტემის მოწყობა იგეგმება. მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრვმა თვითმმართველობამ სოფელ ოფრეთში წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოების შესრულებისათვის 350 027 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.

"პროექტის მიზანია ახალი სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობა და წყლის მიყვანა საპროექტო რეზერვუარში, ასევე პროექტის ფარგლებში მოეწყობა აღრიცხვის კვანძებიც.
პროექტი ფარგლებში მოეწყობა ახალი სასმელი წყლის ჭაბურღილი 180 მეტრის სიღრმით. ჭაბურღილი გაიბურღება 315მმ ბურღით და ,მოეწყობა ლითონის მილი. ჭაბურღილში მილის გარშემო მოეწყობა ფილტრები ფრაქციული ღორღით. გაბურღვის შემდეგ ჭაბურღილი გაირეცხება და მოხდება საცდელი ამოტუმბვა, რის მიხედვითაც შემდგომში შეირჩევა ჭაბურღილის ტუმბო“.
- აღნიშნულია ოფრეთში წყალმომარაგების სისტემის მოწყობის პროექტში

სოფელ ოფრეთში წყალმომარაგების სისტემის მოწყობისათვის გამოყოფილი თანხა სრულიად მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაიხარჯება.

ტენდერში მონაწილეობის მიღების მსრუველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 11-დან 16 თებერვლამდე პერიოდში შეეძლებათ. ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება სამუშაოები ხელშეკრულების გაფომრებიდან 150 დღის განმავლობაში შეასრულოს.

რადიო „მარნეული“

Print E-mail
FaceBook Twitter Google