თაზაქენდის მოსახლეობამ სოფლის კრებაზე მხარი გზის მოხრეშვას დაუჭირა
დღეს, 12 თებერვალს, მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფლის კრებები დაიწყო. საერთო კრება დღეს სოფელ თაზაქენდშიც გაიმართა.

რადიო „მარნეულს“ მარნეულის მერიის წარმომადგენლებმა განუცხადეს, რომ სხდომის ლეგიტიმაციისათვის თაზაქენდში მოსახლეობის საკმარისი ხელმოწერა შეგროვდა.

სოფელ თაზაქენდის მოსახლეობამ სოფლის კრებაზე ორი საკითხი წამოჭრა. ერთი სოფელში შიდა გზების მოხრეშვას შეეხებოდა, ხოლო მეორე გარე განათების მოწყობას.

მერიასთან საკითხის განხილვის დროს მოსახლეობამ სოფელში გზების მოხრეშვას დაუჭირა მხარი.

სოფელ თაზაქენდისათვის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 20 000 ლარია გამოყოფილი.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დღეს, 12 თებერვალს, სოფელ ალგეთსა და საბირქენდშიც იმართება.

რადიო „მარნეული“

Print E-mail
FaceBook Twitter Google