მარნეულის მერის სოფელში კრება შედგა
მარნეულის მერის, კენან ომაროვის სოფელში, საერთო კრება შედგა. სოფელ საბირქენდში გარე განათების მოწყობას და სარწყავი წყლის მილის რეაბილიტაციას დაუჭირეს მხარი.

სოფლის კრება სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. გასულ წელს ამავე სოფელში კრება ჩაშლილად გამოცხადდა, ვინაიდან სხდომის ლეგიტიმაციისათვის განსაზღვრული ადამიანების რაოდენობა არ შეიკრიბა.

წელს აქტივობა საკმაოდ მაღალი იყო და ხელმოწერები მასწავლებელთა დიდმა ნაწილმა დააფიქსირა. როგორც რადიო „მარნეულს“ სკოლის დირექტორმა განუცხადა, სასწავლო პროცესისი მიმდინარეობას ხელი არ შეშლია.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება მარნეულში 12 თებერვალს დაიწყო.

პრიორიტეტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები 26 თებერვლის ჩათვლით გაიმართება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის 2024 წელს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 232 000 ლარი გამოიყო. თანხა სოფლებზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით გადანაწილდა. თითო სოფელზე მინიმალური თანხა 10 000, ხოლო მაქსიმალური 20 000 ლარს შეადგენს.

Print E-mail
FaceBook Twitter Google