14 თებერვალს კრება მარნეულის 11 სოფელში გაიმართება
14 თებერვალს კრება მარნეულის 11 სოფელში გაიმართება.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები შემდეგ სოფლებში გაიმართება:
  • სოფ. ყიზილაჯლო (ადმინისტრაციულ შენობის მიმდებარედ) - 15:00 სთ
  • სოფ. სადახლო კულტურის სახლის მიმდებარედ (სოფ. სადახლო,სადგური სადახლო) - 11:00 სთ
  • სოფ. მოლაოღლი, სკოლის მიმდებარედ - 15:30 სთ
  • სოფ. ხულდარა , სკოლის მიმდებარე ტერიტორია - 14:30 სთ
  • სოფ. თაზაკენდი (სადახლოს) –სკოლის მიმდებარე ტერიტორია - 13:00 სთ
  • სოფ. ბურმა–სკოლის მიმდებარედ - 12:00 სთ
  • სოფ. აზიზქენდი, სკოლის მიმდებარე ტერიტორია - 11:00 სთ
  • სოფ. გაჯისა ქენდი, სკოლის მიმდებარე ტერიტორია - 13 :00 სთ
  • სოფ. ბეითარაბჩი სკოლის მიმდებარე ტერიტორია - 13:00 სთ
  • სოფ. ბაითალო –სკოლის მიმდებარე ტერიტორია - 11:00 სთ
  • სოფ. ულაშლო– სკოლის შენობა - 12:00 სთ
  • სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება მარნეულში 12 თებერვალს დაიწყო.

პრიორიტეტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები 26 თებერვლის ჩათვლით გაიმართება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის 2024 წელს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 232 000 ლარი გამოიყო. თანხა სოფლებზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით გადანაწილდა. თითო სოფელზე მინიმალური თანხა 10 000, ხოლო მაქსიმალური 20 000 ლარს შეადგენს.


Print E-mail
FaceBook Twitter Google