მერიის მიერ გამოცხადებულ ტნდერში მარნეულის ტელევიზიას დისკვალიფიკაცია მიანიჭეს
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ სატელევიზო მომსახურების შესყიდვის ტენდერი განმეორებით გამოაცხადა.

პირველი ტენდერი, სადაც მონაწილეობა მარნეულის ტელევიზიამ მიიღო, უარყოფითი შედეგით დასრულდა. მედიასაშუალებას დისკვალიფიკაცია სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების გამო მიანიჭეს. ახალი ტენდერი , რომლის ღირებულებაც 150 000 ლარს შეადგენს, 14 თებერვალს გამოცხადდა. მასში მონაწილეობა მსურველ პრეტენდენტებს 23-26 თებერვლის პერიოდში შეეძლებათ.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობა გამარჯვებული კომპანიისგან ითხოვს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველი აუდიო ვიზუალური განცხადებების განთავსებას ეთერში ქართულ და აზერბაიჯანულ ენაზე. (ერთი ერთეულის ხანგრძლივობა არანაკლებ 30 წამისა) .

„პირდაპირი ეთერით, მერის ან მისი მოადგილეების, ან/და საკრებულოს თავმჯდომარის ან მისი მოადგილეების, ააიპ-ების ხელმძღვანელებისა და სამსახურის ან/და განყოფილებათა ხელმძღვანელების ანგარიშების, ბრიფინგების, (მერიიდან ან/და ტელევიზიიდან) გასვლითი და ონლაინ აქტივობების, საახალწლო და რელიგიური დღესასწაულების, ასევე სპორტული და კულტურული ღონისძიებების, თეატრალური წარმოდგენების, კონცერტების და სხვა საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი მოვლენების ტრანსლირება. (შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად). საკრებულოს სხდომების, თათბირების, ბიუროს სხდომების (შეთანხმებით), ანგარიშების, ან/და მერის, მისი მოადგილეების თათბირების, ანგარიშების განთავსება სატელევიზიო ეთერში, ერთი ერთეული, ქრონომეტრაჟით, არანაკლებ 10 წუთისა, როგორც ქართულ ისე აზერბაიჯანულ ენაზე“ - ვკითხულობთ სატენდერო დოკუმენტაციაში.

მარნეულის მერია მსგავსი სახის მომსახურებაზე ტენდერებს ყოველწლიურად აცხადებს და მასში უკონკურენტოდ ერთი და იმავე კომპანია, მარნეული ტვ იმარჯვებს.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე დიდი თანხა სატელევიზიო მომსახურებისათვის ადგილობრივმა თვითმმართველობამ წელს გამოყო.

მერიის მიერ სატელევიზიო მომსახურებაზე გამოყოფილი თანხები წლების მიხედვით:

• 2023 წელი - 99 800 ლარი
• 2022 წელი – 145 000 ლარი
• 2021 წელი - 95 800 ლარი
• 2020 წელი -125 640 ლარი
• 2019 წელი - 86 000 ლარი



Print E-mail
FaceBook Twitter Google