მარნეულში ნოვრუზ ბაირამზე პრემიერ მინისტრი ჩამოვიდა
დღეს, 21 მარტს, მარნეულში ნოვრუზ ბაირამის დღსასწაული აღნიშნა. ღონისძიება მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე 12 საათზე დაიწყო, სადაც წარმოდგენილი იყო საგამოფენო პავილიონები, საბავშვო გასართობი სივრცეები, ატრაქციონები, ანიმატორების შოუ.


ნორვუზ ბაირამის მისალოცად ჩამოვიდნენ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები. მარნეულს ეწვია საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე.

“ჩვენო ძმებო და დებო, გილოცავთ ნოვრუზ ბაირამს, გაზაფხულის, სიცოცხლის განახლების დღესასწაულს. თქვენთან ერთად ვულოცავ საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს მიხარია, რომ თქვენთან ერთად მაქვს ამ სიხარულის გაზიარების შესაძლებლობა. ჩვენ გვაკავშირებს განსაკუთრებული სითბო და სიყვარული ერთმანეთთან ქართველებს და აზერბაიჯანელებს. ჩვენ და საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები ერთად ვქმნიდით ჩვენი ქვეყნის ისტორიას, ვქმნით ჩვენ დღევანდელ წარმატებას და დიდი ბედნიერებაა, რომ ჩვენ გვაკავშირებს ასეთი სიყვარული ერთმანეთის მიმართ. მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ნოვრუზ ბაირამი, გისურვოთ ბედნიერება, სიკეთე თქვენ და თქვენს ოჯახებს.” - განაცხადა ირაკლი კობახიძემ 


სიტყვით ასევე გამოვიდა საქართეველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელინი.

“ მე მეორე წელია ვესწრები ამ დღესასწაულს და ვხედავ, რომ ყოველ წელს სულ უფო მასშტაბური, მეტად ხალისიანი არის ამ დღესასწაულის აღნიშვნა. სულ უფრო მეტი ადამიანი მილოცავ მეც და ვულოცავ პირადად ამ დღესასწაულს. ეს აღარ არის მარტო ჩვენი აზერბაიჯანელი თანამოქალაქეების დღესასწაული, ამას მთელი საქართველოი აღნიშნავს უკვე. მინდა გისურვოთ ყველაფერი კარგი.” - თქვა ლევან იოსელიანმა



ნოვრუზ ბაირამი მიულოცა მარნეულელებს მერმა, კენან ომაროვმა.

“მინდა აღვნიშნო, რომ მარნეულში ტრადიციაა უკვე, რომ ასე მასშტაბურად აღინიშნება ნოვრუზ ბაირამი, გაზაფხულის მოსვლა. ყველას გილოცავთ, გისურვებთ მშვიდობას, წინსვლას, წარმატებებს და ბარაქას."

მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ აღნიშნა, რომ ნოვრუზ ბაირამი არის სახალხო დღესასწაული, რომელიც მარნეულში ყოველწლიურად მასშტაბურად აღნიშნება.

“ძალიან მიხარია, რომ ჩვენ ყოველთვის ერთად, ეთნიკურად აზერბაიჯანელები და ქართველები, ყველა მაცხოვრებელი ჩვენს მუნიციპალიტეტში, ერთად აღვნიშნავთ ყველა სახალხო დღესასწაულს . ეს ყველაფერი ხელს უწყობს ჩვენი ძმობის, ჩვენი მეგობრობის კიდევ უფრო გაძლიერებას. მჯერა, რომ ერთად, ერთმანეთის მხარდამხარ ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ ვიცხოვროთ კიდევ უფრო კარგ და მთლიან საქართველოში"

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრები, ხელნაკეთი ნივთები, საკონდიტრო ნაწარმი, ყვავილების გამოფენა-გაყიდვა, ტრადიციული კერძების, მასტერკლასი. გაიმართება სპორტული აქტივობები ქართულ ჭიდაობაში, მკლავჭიდსა და მშვილდოსნობაში. მუსიკალური ნომერები შეასრულეს თინა ნარგილემ და ადგილობრივმა მუსიკალურმა ჯგუფებმა, იმღერა დუეტმა “ლეონმა” და მოწვეულმა მომღერალმა ვეფა შარიფოვამ.

Print E-mail
FaceBook Twitter Google