მარნეულის 81 საარჩევნო უბნიდან 41-ში არჩევნები ელექტრონულად ჩატარდება
2024 წელს საქართველოს მასშტაბით საპარალემენტო არჩევნები, უმეტეს უბნებზე, ახალი ფორმატით, ელექტონულად, ჩატარდება. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე განსაზღვრა იმ უბნების რაოდენობა, სადაც არჩევნები ელექტრონული ფორმით ჩატარედება.

ქვემო ქართლის მასშტაბით ყველაზე მეტი საარჩევნო უბანი მარნეულის მუნიციპალიტეტშია. მარნეულში 81 საარჩევნო უბანი იფუნქციონირებს, რუსთავში 57 უბანი, გარდაბანში 53, ბოლნისში 52, დმანისში 50, წალკაში 39, ხოლო თეთრიწყაროში 40 საარჩევნო უბანი გაიხსნება.

მარნეულის მასშტაბით გახსნილი 81 საარჩევნო უბნიდან 41-ში არჩევნები ახალი ფორმატით, ელექტორნულად, გაიმართეა. ხოლო 40 უბანზე არჩევნების პროცესი კვლავ ძველი წესით ჩატარდება.

საქართველოში საპარალმენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნები სრულდან პროპორციული წესით და 5%-იანი ბარიერის პირობებში გაიმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ წელს არჩევნებზე მაჟორიტარი კანდიდატები აღარ დარეგისტრირდებიან, ხოლო პარტიებს მანდატების მოპოვების შესაძლებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებათ, თუ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების მინიმუმ 5%-ს მაინც მიიღებენ.

თავის მხრივ, ახლადარჩეული პარლამენტი, საქართველოს ისტორიაში პირველად, პრეზიდენტს აირჩევს. სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მე-5 და პირდაპირი წესით არჩეული ბოლო პრეზიდენტი იქნება. ახალი პარლამენტის პირველი სხდომიდან 45 დღის განმავლობაში პრეზიდენტს ხმოსნები აირჩევენ. 300 ხმოსანში იქნებიან საქართველოს პარლამენტის და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი, ასევე ცესკოს მიერ განსაზღვრული კვოტების შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების, საკრებულოების, შემადგენლობის შესაბამისი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები.


Print E-mail
FaceBook Twitter Google