მთავრობის პროექტით მარნეულს 4 სამგზავრო ავტობუსი გადაეცემა
ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებს ჯამში 51 ახალი ავტობუსი გადაეცემათ. ახალი ავტობუსები კონტრაქტორმა კომპანიამ რუსთავში ჩაიყვანა, სადაც ასევე ჩასულია მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი.

რეგიონების მიხედვით ავტობუსები ასე გადანაწილდა:

მარნეული - 4;
დმანისი - 3;
ბორჯომი - 6;
რუსთავი -
20;
მცხეთა - 10;
ბოლნისი - 4;
თეთრი წყარო - 3.

„ისუზუს“ 8-მეტრიანი ავტობუსები ადაპტირებულია შშმ პირებისთვის და გათვლილია 47 მგზავრზე. სამთავრობო პროექტით, 38 მუნიციპალიტეტისთვის სულ 154 ავტობუსის შეძენა იგეგმება.

წყარო: radiotavisupleba.ge

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər