მერიამ დამოუკიდებლობის დღისთვის ჭედილა ცხვარი 800 ლარად შეიძინა
26 მაისს მარნეულში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სხვადასხვა სახის სპორტული აქტივობები ჩატარდა. შეჯიბრებები გაიმართა ქართულ ჭიდაობაში, მკლავჭიდსა და მშვილდოსნობაში.

მარნეულის მერიამ სპორტული ღონისძიებების ორგანიზებისათვის სამი გამარტივებული შესყიდვა გააფორმმა და 2 630 ლარი დახარჯა.

“მოგახსენებთ რომ, ამაწლის 26 მაისს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ტრადიცულად ტარდება საზეიმო ღონისძება, მიმდინარე წლის ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილა სპორტული ღონისძიებები, კერძოდ: ქართული ჭიდაობა, მკლავჭიდი და
მშვილდოსნობა. სპორტულ ღონისძიებების სრულფასოვნად ჩასატარებლად, საჭიროა შესყიდული იქნას მუსიკოსების (ზურნა, გარმონიო და დოლი) მომმსახურეობა, განხორციელდეს შესყიდვა ერთი ცხვარის (ჭედილა), სპორტული თასი 15 თასი, მედლები, 65 ცალი და 70 სიგელი.” -
წერია გამარტივებული შესყიდვების მოხსენებით ბარათში.

სამი მუსიკოსის მომახურებაში (დოლი , გარმონი და ზურნა) მერიამ 650 ლარი გადაიხადა. გამარტივებული ხელშეკრულება ფიზიკურ პირ, მიხეილ ლაღიძესთან გააფორმა.

800 ლარი გადაიხადეს ერთ ჭედილა ცხვარში, რომელიც ასევე მიხეილ ლაღიძისაგან შეიძინეს.

65 მედალი, 70 ცალი დიპლომი და 15 ცალი თასი მერიამ 1180 ლარად ინდმეწარმე აკრამ გახრამანოვისგან იყიდა.

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər