სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს მარნეულის საკრებულოს, გამოიჩინოს მეტი გულისხმიერება მოქალაქეების საჭიროებების მიმართ
სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს მარნეულის საკრებულოს, გამოიჩინოს მეტი გულისხმიერება მოქალაქეების საჭიროებების მიმართ. ორგანიზაცია ეხმიანება მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საჯარო განხილვის პროცესს და მარნეულის საკრებულოს მოუწოდებს სათანადოდ გაიაზროს ადგილობრივი თვითმმართველობის მანდატი და როლი. შექმნას უსაფრთხო და დემოკრატიული გარემო მოქალაქეების მონაწილეობისთვის, ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე საკუთარი განცხადებები და პოზიციები კი საქართველოს კანონმდებლობასა და ადამიანების რეალურ საჭიროებებს დაუახლოოს.

„მიმდინარე წლის 21 დეკემბერს მარნეულის
მუნიციპალიტეტში ბიუჯეტის საჯარო განხილვა გაიმართა. განხილვისას პლატფორმა სალამის წარმომადგენლის მიერ დაისვა კითხვა, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე ეთნიკური უმცირესობების ენაზე თარგმანის რესურსების შექმნას უკავშირდებოდა. აღნიშნულ კითხვაზე მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, მამუკა შუბითიძემ, განაცხადა, რომ კონსტიტუციით არის გაწერილი, რომ ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ქართულ ენაზე. იმ შემთხვევაში კი თუ მოქალაქე ადგილობრივ თვითმმართველობას აზერბაიჯანულ ენაზე მიმართავს განცხადებით, თვითმმართველობა მას დაარეგისტრირებს და განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას განცხადების ნოტარიული თარგმანის წარდგენისთვის. იმ შემთხვევაში კი თუ დადგენილ ვადაში ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა არ მოხდება, განცხადება განუხილველი დარჩება. აღნიშნულ განცხადებას საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ აშკარა უხეში ტონით უპასუხა და განაცხადა, რომ ეს კითხვა პროვოკაციული უფრო იყო. მისი თქმით, ადგილობრივმა თვითმმართველობამ გააკეთა მისაღები, სადაც მუშაობენ ის ახალგაზრდები, რომლებიც სომხურ და აზერბაიჯანულ ენებს ფლობენ და მოქალაქეებს სერვისის მიღების პროცესში პრობლემა არ ექმნებათ. პერიოდულად კი თვითმმართველობის მიერ ითარგმნება სოციალურ ქსელებში განთავსებული პრეს-რელიზები და განცხადებები. თუმცა ამის მიუხედავად მან განაცხადა, რომ უმცირესობების ენის გამოყენება პრობლემაა, რადგან ის სომეხი და აზერბაიჯანელი მოქალაქეებისთვის (დებისთვის და ძმებისთვის) ადმინისტრაციულ წარმოებაში მათი მშობლიური ენის გამოყენებას დაუშვებს, მაშინ ეთნიკურ რუსებსაც შეუძლიათ რუსულ ენაზე სერვისის მიღების მოთხოვნა. აღნიშნულ განხილვას შეხვედრის დასრულების შემდეგ სამწუხაროდ ასევე მოჰყვა დაძაბულობა"
- წერს სოციალური სმართლიანობის ცენტრი. 

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის ტონი და მანიპულაციური მიდგომები რომელიც მან გამოიყენა, არ ქმნის უსაფრთხო გარემოს სამოქალაქო აქტივისტებისთვის. 

ამავე თემაზე: პლატფორმა "სალამის" კითხვებს ბიუჯეტის განხილვისას შელაპარაკება მოჰყვა
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər