მარნეულში მომხდარი სტიქიის ზარალის დათვლა დაიწყო- მარნეულის მერის მოადგილე
მარნეულში მომხდარი სტიქიის შედეგებს მერიაში შექმნილი ზარალის დამთვლელი კომისია სწავლობს. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო “მარნეულის” მერის მოადგილემ, როინ დეკანოიძემ განუცხადა და უთხრა, რომ ამ წუთას არსებული ინფორმაციით, არცერთი ადამიანი არ დაშავებულა. რაც შეეხება ზარალს, რომელიც მოსახლეობას მიადგა, მისი შესწავლა მიმდინარეობს.



შეკრებილი ვართ, გუბერნატორიც აქ არის. სამააველო სამსახური მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო. სადახლოში მდინარე დებედას დონემ
აიწია, მარნეულში ალგეთმა. ფიზიკურად არავინ დაშავებულა. რაც შეეხება ფინანსურ ზარალს, თუ ვინმეს რამე ექნება, დავითვლით. მდინარე ჯერ ისევ ადიდებულია, სათავეები გუშინდელის დღიდან დაკეტილია, სარწყავი არხებიც ჩავკეტეთ. უხვი ნალექი იყო მთელი ღამე არ გადაუღია წვიმას. შედარებით კრიტიკული ბაზრის ტერიტორიაა დატბორილი.
“ - გვითხრა როინ დეკანოიძემ.
ძლიერი წვიმა მარნეულში 25 მაისს, საღამოს საათებში დაიწყო.




„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər