სტუდია „ბიზ“-მა მიქაილ მუშფიგის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფილმი გადაიღო
გარდაბანში მოქმედი სტუდია ბიზ ფილმმა მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო. ფილმი აზერბაიჯანის ცნობილი პოეტი მიქაილ მუშფიგის ხსოვნას მიეძღვნა. ბავშვთა თეატრის ხელმძღვანელი და ჰეიდარ ალიევის სახელობის სახელმწიფო აზერბაიჯანული დრამ თეატრის ყოფილი მსახიობი ბინალი ისლამოღლუს თქმით. ფილმის სახელწოდებაა - “N°1 1 0 9”.

„მუშვიგისნაირი ღირებული პოეტი და ადამიანები გახდნენ სტალინის რეპრესიის მსხვერპლნი. ფილმზე შევეცადეთ ვაჩვენოთ რომ 1937 წელი, დღესაც სხვა სახელების
ქვეშ გრძელდება. ეს ათასობით ბავშვის, ადამიანის სიკვდილია. ისინი თუ ამა უწოდებენ სამართალს, ჩვენ არ ვიღებთ ამ სამართალს“
- ამბობს ბინალი ისლამოღლუ.

როლებში თეატრის პატარა მსახიობები თამაშობენ: ისლამ აკიფი, ნური გურბანოვი, რაბია ახმედოვა, სემა ლაზგიევა, მარიამ ალიევა, ზეჰრა აკიფი, სეიმურ მურადოვი და აზამ ეფენდიევა.

ფილმის რეჟისორი და იდეის ავტორი საბავშვო თეატრი ბიზის მხატვრული ხელმძღვანელი ბინალი ისლამოღლუ, გრიმი და ოპერატორი AzMus, მხატვარი კი რასიმ გასანოვია.

ფილმი ჰუსეინ ჯავიდის პოემა „აზერ“ის და ხალილ რზა ულუთურქის „გრძელდება 37“ ლექსის მოტივებით მომზადდა.



„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər