ძლიერი ქარის შედეგად მარნეულის სოფლებში ხეები წაიქცა და ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანდა
გუშინ, 20 ივნისს, მარნეულის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარის შედეგად ხეები წაიქცა და რამდენიმე გზა ჩახერგა. რადიო „მარნეულს“ მარნეულის მერიაში განუცხადეს, რომ მერიის სამსახურებმა გუშინვე ის ხეები გაწმინდეს, რომლებიც გზებზე დავარდა.

მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. მერიაში განმარტავენ, რომ ზარალის დამთვლელი კომისიის ჯგუფები გასული არიან სოფლებში და ადგილზე არსებულ ვითარებას სწავლობენ.

მერიაში ვერ აკონკრეტებენ თუ რამდენ სოფელში წაიქცა ხეები.

რადიო „მარნეულს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, რომ ძლიერი ქარის გამო მარნეულში არავინ დაშავებულა და გზების გაწმედნის პროცესში მათი სამსახურიც იყო ჩარ
თული.

ძლიერი ქარის გამო დაზიანდა ელექტრო ენერგიის ხაზები. რადიო „მარნეულს“ „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ განუცხადეს, რომ ხაზები რამდენიმე ლოკაციაზე დაზიანდა რის გამოც მარნეულის გარკვეულ სოფლებს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ელექტრო ხაზების დაზიანების გამო მარნეულის სოფელ საიმერლოსა და ქალაქ მარნეულში შეზღუდულია წყალმომარაგებაც, რადგან სასმელი წყლის სატუმბი სადგურები ვერ მუშაობს.

რადიო „მარნეული“

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər