მარნეულის მერიამ ყურბან-ბაირამისთვის 7 875 ლარის ხორცი იყიდა
მარნეულის მერიამ ყურბან-ბაირამის დღესასწაულზე შეჭირვებული ოჯახებისათვის 375 კილოგრამი ხორცი იყიდა. 150 ოჯახისათვის 2.5 კილოგრამი ხორცის ყიდვა ადგილობრივ თვითმმართველობას 7 875 ლარი დაუჯდა. მერიამ 1 კილოგრამი ხორცი 21 ლარად, გამარტივებული წესით, ინდმეწარმე ჯამილ ხასმამედოვისგან შეიძინა.

„მოგახსენებთ, რომ ქ.მარნეულში ყოველწლიურად აღნიშნავენ ყურბან–ბაირამს. აღნიშული დღესასწაული წელს გაიმართება 16–17–18 რიცხვებში, დღესასწაულისთვის გაჭირვებულ ოჯახებს გადაეცემათ ხორცი. ამიტომ, გაცნობებთ, რომ წელს ყურბან–ბაირამის აღსანიშნავად ასეთი ოჯახების
ხორცით მოსამარაგებლად საჭიროა საქონელი (დაახლოებით 375 კგ ხორცი), 150 ოჯახისთვის სამყოფი (თითოეულ ოჯახზე დაახლოებით 2.5 კგ). გთხოვთ გაითვალისწინოთ და შეიძინოთ საქონელი, რათა სადღესასწაულო დღეებში შევძლოთ გაჭირვებულ ოჯახთა ხორცით უზრუნველყოფა.” -
წერია მოხსენებით ბარათში.

აღსანიშნავია, რომ ყურბან- ბაირამი სამდღღიანი დღესასწაულია და მუსლიმთა რწმენით იგი ქველმოქმედების, პატიებისა და სიყვარულის გამოხატვის საუკეთესო პერიოდია.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər