კალაძესთან კოლაბორაციით, Designa Individual-მა 62 490-ევროიანი საათი შექმნა
თბილისის მერიის ინფორმაციით, კახა კალაძესთან კოლაბორაციით, Designa Individual-მა Rolex Daytona-ს საკოლექციო საათი შექმნა, რომელიც საქართველოს დროშისა და საფეხბურთო კლუბ „მილანის“ ფერებშია გადაწყვეტილი. საკოლექციო მოდელი სულ 17 ერთეული დამზადდა. საათის ღირებულება 62 490 ევროა.

საათის კორპუსის დიამეტრი 40 მილიმეტრია. ციფერბლატის წითელ ფონზე კი გამოსახულია სახელწოდება „KALA”. კომპანიის ცნობით, კალაძემ მოითხოვა, რომ საათი ასახავდეს მის ცხოვრებაში მიღწეულ უმაღლეს
ეტაპს – ჩემპიონთა ლიგის მოგებას. უკანა მხარეს არსებულ მექანიზმში წარმოდგენილია ბურთის დიზაინი, რომლითაც კახა კალაძემ, მილანთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

„მიხარია, რომ ცნობილ კომპანია DiW-თან შედგა კოლაბორაცია და შეიქმნა საათი, რომლის დიზაინის შერჩევაში თვითონ მივიღე მონაწილეობა. მაშინაც კი, როდესაც კლუბ „მილანის“ ფეხბურთელი ვიყავი და ამ კლუბთან ერთად დიდ საფეხბურთო ისტორიას ვწერდი, არცერთი წუთით არ გამიწყვეტია კავშირი ჩემს ქვეყანასთან. ყველაფერი, რასაც მივაღწიე, როგორც ფეხბურთელმა, ჩემი საქართველოს დამსახურებაა. მილანთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგების დროსაც მე ვიყავი ქართველი. სწორედ ეს არის ასახული ამ საკოლექციო მოდელში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

წყარო: პუბლიკა

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər