მარნეულის კულტურის ცენტრი ბიჭ მსახიობს ეძებს
მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი სპექტაკლში მონაწილეობის მისაღებად აცხადებს ქასთინგს . ცენტრი იწვევს 16-25 წლამდე ბიჭებს. ამის შესახებ ინფორმაცია, კულტურის ცენტრის ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა.

,,კულტურის ცენტრი აცხადებს ქასთინგს მსახიობის ბიჭი სპექტაკლში მონაწილეობის მისაღებად.
ასაკობრივი შეზღუდვა:
16-25 წლამდე.
აუცილებელია ქართული ენის ცოდნა.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ 577 384 550 ან მოგვწეროთ ფბ შეტყობინებების სექციაში". -წერია ფეისბუქ გვერდზე

ქასთინგი გაიმართება მარნეულის კულტურის ცენტრში. მიღების ვადა: 7 მაისამდე.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები