კულტურის ცენტრმა ფოტოკონკურსი გამოაცხადა
მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრმა ფოტოკონკურსი გამოაცხადა. „აღმოაჩინე მარნეული“ - ფოტოკონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ ადამიანს შეეძლება.

„ფოტოკონკურსის თემაა ,,აღმოაჩინე მარნეული" (რასაც ხედავ, გრძნობ, მოგწონს ან სულაც იბრძვი ცვლილებებისთვის).
კონკურსში მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ ციფრული ფაილი ( jpg, jpeg, img, png ფორმატში, 20x30 სმ, 300 dpi)
ერთი კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი ფოტოსურათის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1 ფოტოს“.
- აღნიშნულია მარნეულის კულტურის ცენტრის განცხადებაში

დაინტერესებულმა ფოტომოყვარულებმა საკონკურსო ნამუშევრები 2024 წლის 15 ივნისამდე მარნეულის კულტურის ცენტრის ელექტრონულ მისამართზე - This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it - უნდა გადააგზავნოს. საკონკურსო ფოტოები, კულტურის ცენტრის ფეისბუქ გვერდზე განთავსდება 17 ივნისს.

„1,2,3-ადგილს გამოავლენს ფოტო ხელოვანი.
კიდევ ერთი გამარჯვებული და ჯილდოს მფლობელი გახდება ის ვისი ფოტოც მეტ მოწონებას დაიმსახურებს.
და, რა თქმა უნდა, კულტურის ცენტრი გამოავლენს და დააჯილდოებს კიდევ ერთ რჩეულს“.
-
აღნიშნულია განცხადებაში

ფოტოკონკურსს საპრიზო ფონდიც აქვს. პირველ ადგილას გასული ფოტოს ავტორი 700 ლარით, მინი ქანდაკებითა და დიპლომით დაჯილდოვდება, მეორე ადგილზე გასული 500 ლარს და დიპლომს მიიღებს, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი 300 ლარითა და დიპლომით დასაჩუქრდება.

ფოტოკონკურსში გამარჯვებული 27 ივნისს გამოვლინდება.

რადიო „მარნეული“
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები