როდის დაიწყება რეგისტრაცია მარნეულის საბავშვო ბაღებში
მარნეულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია 3 ივნისიდან დაიწყება და 30 ივნისამდე გაგრძელდება. ინფორმაცია რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ბაგა ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ზაურ ქარამოვმა განაცხადა.

ქარამოვის თქმით, რეგისტრაციის პროცესი ბაღებში გაიმართება.

„აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ვინც ვერ შეძლებს ბავშვის რეგისტრაციას, ის მშობლები მეორე და მესამე ეტაპებზე შეძლებენ რეგისტრაციას. მეორე ეტაპი 20 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე გაგრძელდება. მესამე ეტაპი კი ბაღებში
სწავლის პროცესის დაწყების მერე ყოველი თვის 1-3 რიცხვებშ გაიმართება. აქ ბავშვები დაემატებიან სიას“.


ზაურ ქარიმოვმა ასევე ისაუბრა იმ დოკუმენტაციის შესახებ, რაც მშობლებმა საბავშვო ბაღებში უნდა წარადგინონ.

„რეგისტრაციისთვის ბავშვის დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებულის ასლი, ჯანმრთელბის ცნობა, 4 ფოტოსურათი და მშობლის პირადობის ასლია საჭირო. სოციალური დაუცველის სტატუსის მქონე ბავშვის შესახებ ცნობა ან იძულებით გადაადგილებულის შემთხვევაში შესაბამისი დოკუმენტის წარდგენაა საჭირო, ამავდროულად შშმ პირის სტატუსის დასამოწმებელი საბუთია საჭირო“.

ქარამოვმა ასევე განაცხადა, რომ ბავშვების რეგისტრაცია 12 ბაღში განხორციელდება. რეგისტრაციის პროცესი 09:00 საათიდან 17:00 საათამდე გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ მარნეულში ამჟამად 15 ბაღი ფუნქციონირებს. აქედან მხოლოდ 11 ბაღში მიმდინარეობს სასწავლო პროცესი. ახალი სასწავლო წლიდან კი ყიზილაჯლოს ბაგა ბაღში სასწავლო პროცესის აღდგენაა დაგეგმილი. სხვა ბაღების მსგავსად რეგისტრაცია 3 ივნისიდან დაიწყება ყიზილაჯლოს საბავშვო ბაღშიც.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები