მარნეულში სკოლა 1215-მა მეთორმეტე კლასელმა დაამთავრა
დღეს, 20 მაისს, საქართველოს სკოლებში “ბოლო ზარი” დაირეკა. მარნეულში სკოლა 1215- მა მეთორმეტე კლასელმა დაასრულა.

სკოლის დასრულება მიულოცა კურსდამთავრებულებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა.

“წინ უამრავი შესაძლებლობებითა და თავგადასავლებით სავსე წელი გელით. დარწმუნებული ვარ, მომავალში კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობითა და შემართებით გააგრძელებთ ცოდნის გაღრმავებას. თქვენ ხართ ის თაობა, რომელიც საქართველოს განვითარებისა და
წინსვლის მყარ საფუძველს ქმნის. მჯერა, თითოეული თქვენგანი სასურველი პროფესიის დაუფლებით, სკოლაში მიღებულ განათლებასა და თქვენს შესაძლებლობებს ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობასა და წინსვლას მოახმართ.” -
წერია ამილახვარის მიმართვაში.

საზაფხულო არდადეგები პირველკლასელებისთვის 27 მაისს დაიწყება. დანარჩენი მოსწავლეებისათვის კი სწავლა 14 ივნისს დასრულდება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები