"სახელი მამეი 3 საუკუნეა არსებობს" - მკვლევარის მტკიცებულება სოფელ კიროვკას (მამეი) სახელის დაბრუნების შესახებ
რონდელის ფონდის მკვლევარე ალექსანდრე კვახაძე აცხადებს რომ სოფელი კიროვკა (მამეი) ისტორიულ ფესვებს ატარებს და ამ სოფლის სახელი ისტორილ წიგნებში იხსენიება როგორც „მამაი“. კვახაძემ ამის შესახებ რადიო "მარნეულის" ეთერში, გადაცემა "იჯმალში", სტუმრობის დროს ისაუბრა.

მისი თქმით, სოფლის სახელი მამაი მე-18 საუკუნის ბოლოს, მე-19 საუკუნის დასაწყისის წყაროებში იძებნება.

„ძველი ქართული წყარო იოჰანე ბაგრატიონის მიერ დაწერილი წყაროა. ქართლი-კახეთის მეფეების სია არის იქ. ეს წიგნი ქართულ ენაზეა და ბიბლიოთეკაში შეიძლება მოძებნა. ამ წიგნში სოფლების
სია არსებობს. არაფლო, სარალი და მამაის სახელები წერია. მაშინ ფეოდალიზმი იყო და ყველა მიწები მეორე ფეოდალს ეკუთვნოდა. მაგრამ სოფლის სახელი იხსენიება როგორც მამაი. იმიტომ წერია მამაი და არა მამეი რომ ქართულშ არ არის ასო “ə”. მაგალითად გარდაბანში არის სოფელი აღთეჰლე და გარათეჰლე. მაგრამ ქართულში გადავიდა როგორც აღთაკლია და ყარათაკლია. მხოლოდ ქართული წყაროები არაა სადაც მამეის შესახებ წერია. წიგნში “Akti Kavkazskoyu Arxeoqrafiçeskoyu Kommisiyu”-შიცაა მოხსენიებული. ეს რუსულ იმპერიაში მე-19 საუკუნის მეორე ნახევარზეა დაწერილი. იქ წერია, რომ გზისპირას სოფელი სადახლო, ფახრალო, იმირჰასანი, სარალი, მამეი მდებარეობს. მე-18 საუკინის ბოლოს ყარაბღიდან ფეოდალებთან ერთდ წამოვიდნენ. მათთან ერთად სომხებიც მოვიდნენ. დღევანდელი დამია და შუმიანი, ბოლნისში სოფელი ყუდროში ერთად მოვიდნენ. მაგ დროს სომხებს და აზერბაიჯანლებს შორის ეთნიკური კუთხით არ იყო პრობლემა“.

მკვლევარი ამბობს, რომ ძველ დროიდან დღემდე აზერბაიჯანლები თავიანთ სოფლებს არქმევდნენ სოფელში პატივცემლი პირების, რელიგიური მოღვაწეების და სხვე ცნობილი პირების სახელებს.

„გერმანული საბუთები არის იქ და სოფელი მამეი აღნიშნულია. ზოგიერთები ამ სოფლის სახელის ოქროს ურდოს მეფე, მამაი ხანის სახელთან აკავშირებენ. ჩემი აზრით ეს არასწორია. რატომ?! იმიტომ, რომ აზერბაიჯანული სოფლების უმეტესებას რომ შეხედო ნახავ რომ, იმ სოფლების სახელები სოფლის შემქმენელების, აღსაკალების ან მოლების, ბეის, პატივცემული ადამიანების სახელს ატარებს. სოფელი იმირჰასანი მისი შემქმნელის სახელს ატარებს. შეიძლება სოფელი მამაიც რომელიმე პატივცემული ადამიანის სახელს ატარებდეს. ყარაბაღში, შუშაში მამეის მეჩეთი არსებობს. ესეც ძალიან საინტერესოა“.



მკვლევარი სოფელ მამეის მაცხოვრებლების მიერ ჩატარებულ აქციას, სახელის დარქმევასთან დაკავშირებით საფუძვლიანად თვლის. კვახაძის, თქმით სახელმწიფომ სოფელს ის სახელი უნდა დაარქვას, რომელსაც მოსახლეობა ითხოვს.

„მამეის სახელი 3 საუკუნეა რაც არსებობს. მიუხედავად იმისა რომ კომუნისტებმა სოფელს კიორვკა დაარქვეს, მაცხოვრებლები მას კიდევ მამეის უწოდებდბენ. ეს სახელი ქართულადაც არ არის რთული. მამაი შეიძლება დაარქვან. მეგობრობა და მწვანე გორას კომუნისტური მნიშვნელობები აქვს. ჩემი აზრით აქ სხვა ქვეყნის არა, საქართველოს სოფელია და საუკუნობით მცხოვრები ხალხია. აქ სხვა სახელის დარქმევა არასწორია, ხალხი რასაც ითხოვს ის უნდა გააკეთონ. მამეის სახელის დარქმევა ჩემი აზრით ძალიან კარგი იქნებოდა“.

სოფელ კიროვკისათვის სახელის შეცვლის პროცესი მუნიციპალიტეტში 2022 წლიდან დაიწყო. თავდაპირველად სოფლის მოსახლეობას რამდენიმე სახელი შესთავაზეს, მაგრამ მათ შორის არ ყოფილა მოსახლეობისაგან მოთხოვნილი სახელი „მამეი“. 2022 წლის 14 ნოემბერს გამართულ საკრებულოს სხდომაზე კი მერისს სახელდების კომისიის წევრმა გააკეთა განცხადება, თუ რატომ არ დაერქმევა სოფელს „მამეი“. საკრებულოს სხდომაზე ირინე მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ კიროვკელების მოთხოვნილი სახელი ისტორიულ წყაროებში არ ფიქსირდება. ცნობებია სახელწოდება „მამაი“-ს შესახებ ხოლო ეს სახელი ორ ისტორიულ ფიგურას შეიძლება უკავშირდებოდეს. მაჭარაშვილის განმარტებით მამაი შესაძლოა იყოს დაკავშირებული ოქროს ურდოს მთავარსალის ან წმინდანის სახელთან.

სოფელ კიროვკისათვის სახელის შეცვლის პროცესი ამ ეტაპამდე მიმდინარეობს. სპეციალურმა სამთავრობო კომისიამ უნდა განსაზღვროს თუ რამდენად შეესაბამება სოფლის მოსახლეობის და მარნეულის მერიის მიერ შეთავაზებული სახელები სოფელს. მარნეულის მერიას სოფლისათვის ორი სახელი აქვს შერჩეული. „მეგობრობა“ - როგორც ქართველებისა და აზერბაიჯანელების მეგობრობის აღსანიშნავი სახელი და „მწვანე გორა“ - სოფელში ისტორიულად განვითარებული მეტალურგიის წარმოსაჩენად და არტეფაქტების პოპულარიზაციისათვის.
მარნეულის მერიის წარმომადგენელის განმარტებას, თუ რატომ არ შეიძლება სოფელს ეწოდოს „მამეი“ გამოეხმაურა პლატფორმა სალამიც, რომელმაც განცხადებას დეზინფორმაცია უწოდა. პლატფორმა „სალამი“ მუნიციპალიტეტს, ცენტრალურ ხელისუფლებას, მეცნიერ-მუშაკებს საერთაშორისო ორგანიზაციებს, უფლებადამცველ ორგანიზაციებს და სხვა სათემო აქტივისტებს მოუწოდებს, რომ დაინტერესდნენ ამ საკითხით და არ მისცენ მუნციპალიტეტის გარკვეულ თანამშრომლებს ამ საკითხით მანიპულიების თუ დეზინფორმაციის გავრცელების შესაძლებლობა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები