სხვადასხვა რეგიონების ახალგაზრდებთან, მათ შორის მარნეულელებთან, ილიაუნში შეხვედრა ჩატარდა
"ცოდნის და უნარების განვითარების ქსელების და პლატფორმების გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ წარმომადგენლებმა, გურიის, აჭარისა და შიდა ქართლის რეგიონებში მოქმედი “LINKS” ცენტრების წარმომადგენლებმა და ბენეფიციარებმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T კორპუსი მოინახულეს.

ამის შესახებ ინფორმაცია რადიო "მარნეულთან" საუბრისას „ახალი აზროვნების ინსტიტუის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ქამრან ეფენდიევმა გააჟღერა.
მისი თქმით, პროექტის ფარგლებში 7 გაკვეთილისაგან შემდგრაი 1 თვიანი კურსი ჩატარდა.
აცხადებს, რომ კომპიუტერის გაკვეთილებს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩართული ახალგაზრდები ონლაინ ფორმატში შეუერთდნენ.

„პროექტი 4 რეგიონში გრძელდება. აღნიშნული კურსი წარმატებით ვინც დაასრულა ის ახალგაზრდები ილიას უნივერსიტეტში დაპატიჟეს. უნივერსიტეტში ახალგაზრდებს სერტიფიკატები გადასცეს. ექსკურსია ჩატარდა. სხვადასხვა რეგიოენბიდან მოსულმა ახალგაზრდებმა ერთმანეთი გაიცნეს“.

ეფენდიევის თქმით, შეხვედრაში "ახალი აზროვნების ინსტიტუტის" 23-მა წარმომადგენრლმა მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრის ძირითადი მიზანი ილიას სახელმიწფო უნივერსიტეტში არსებული კომპიუტერული ტექნოლოგიების გაცნობა იყო.

პროექტი ევროკავშრის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოში გაეროს ასოციაციის (UNAG) და (OSGF) საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის მიერ ხორციელდება.
პროექტის ადგილობრივი პარტნიორები არიან ახალი აზროვნების ინსტიტუტი და მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება.




Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები