ახალი წლის ღამეს მარნეულში პიროტექნიკით ორი ადამიანი დაშავდა
ახალი წლის ღამეს, მარნეულში პიროტექნიკის გამოყენების შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა. პაციენტები მარნეულის „ავერსის“ კილინიკაში მიიყვანეს. როგორც ამავე სამედიცინო დაწესებულებაში განმარტავენ, დაშავებულები საავადმყოფოში თითების დაზიანებებით მოათავსეს.

„ორ პაციენტს ჩაუტარდა ოპერაცია. ერთს ჰქონ
და ცერის დაზიანება, მეორეს ცერის და პირველი თიითის დაზიანება“ -
ამბობს ავერსის მენეჯერი რადიო „მარნეულთან“ საუბრისას.

ოფიციალური ინფორმაციით, 31 დეკემბრიდან 3 იანვრის ჩათვლით, პიროტექნიკით 39 მოქალაქე დაშავდა. მათგან 24-ს საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები