,,შეაჩერე პლასტმასით დაბინძურება“ - პოსტერების კონკურსი მარნეულელი ახალგაზრდებისთვის
გარემოსდაცვითი საინიციატივო ჯგუფი “მწვანე აზროვნება” პროექტი “3R Marneuli: Think Green” ფარგლებში აცხადებს გრაფიკული პოსტერების კონკურსს მარნეულუს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის სახელწოდებით ,,შეაჩერე პლასტმასით დაბინძურება“ .

გრაფიკული პოსტერების კონკურსის მთავარი მიზანია საზოგადოებაში პლასტმასის უარყოფით თვისებებზე, ამ ნივთიერების მოხმარების შემცირების გზებსა და, ზოგადად, პლასტმასით დაბინძურების პრობლემებზე საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება.

„კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 15-დან 25 წლამდე ასაკის ნებისმიერ ახალგაზრდას.
კონკურსის მონაწილეს შეუძლია წარმოადგინოს მაქსიმუმ 5 ნამუშევარი .კონკურსში მონაწილეობისათვის პოსტერი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: ასახავდეს გარემოს პლასტმასით დანაგვიანებასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და მისი შემცირების გზეებს; იყოს ავტორის ორიგინალი ნამუშევარი; ჩანდეს ავტორის შემოქმედებითი მიდგომა. ონკურსის მიზანია ისეთი მესიჯის შექმნა, რომელიც ვიზუალურად მოხიბლავს და დააფიქრებს მნახველს, გარემოსდაცვითი მიმართულებით გადასადგამი ნაბიჯების აუცილებლობაზე“
- წერია საინიციატივო ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში.

კონკურსის შედეგად გამოვლინდება 3 გამარჯვებული.

I ადგილი - 100 ლარის ბიბლუსის ვაუჩერი
II ადგილი - 100 ლარის ბიბლუსის ვაუჩერი
III ადგილი - 100 ლარის ბიბლუსის ვაუჩერი

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა თქვენ მიერ შექმნილი პოსტერები უნდა გააგზავნოთ არაუგვიანეს 16 თებერვლისა ელექტრონულად, PDF ფორმატში ელ.ფოსტაზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

გამოგზავნისას, ე.წ. subject-ის ველში მიუთითეთ “პოსტერების კონკურსი”, ხოლო წერილის აღწერაში ავტორის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია მიუთითეთ.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები