მარნეულის N3 ბაღში სააღმზრდელო პროცესი ელექტროენერგიის გათიშვის გამო ჩაიშალა
მარნეულში ელექტრო ენერგიის გათიშვის გამო N3 საბავშვ ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეწყდა. როგორც ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ზაურ ქარამოვმა გვითხრა, ბაღის კვება და გათბობა ელექტრო ენერგიაზეა დამოკიდებული. ვინაიდან სინათლის აღდგენა საღამომდე არ იგეგმებოდა, ბავშვები სახლში გაუშვეს.

ენერგო პრო ჯორჯიას მიერ გამოქვეყნებულ ინფრომაციის მიხედვით, ქალაქ მარნეულსა და რამდენიმე სოფელში შუქი 18:00 საათამდე არ იქნება.

"გათიშვის არეალი: აზიზკენდი, თაზაქენდი, კულარი,
ალგეთი, ლეჟბადინი, ბაიდარი, კესალო1, კესალო2, ბ. მუგანლო, კირიხლო, კურტლიარ, ქურთლიარი, დიდი მუღანლო, თაზაკენდი, გაჯისაქენდ, მარნეული/კირიხლო, მარნეული/ლეჟბადინი, ქვემო კულარი, მარნეული/თაზაკენდი, მარნეული/ალგეთი.

დასახელება: ჩადგეს შეკეთებაში ტN1-ის ზ.ა. ზეთის დამატების მიზნით. საჭიროა ჩადგეს შეკეთებაში უსაფრთხოების მინით 110კვ-იანი გ/ხ ყულარი-2.
შენიშვნა : ჩადგეს შეკეთებაში ტN1-ის ზ.ა. ზეთის დამატების მიზნით. საჭიროა ჩადგეს შეკეთებაში უსაფრთხოების მინით 110კვ-იანი გ/ხ ყულარი-2." - წერია ენერგო პრო ჯორჯიას ვებგვერდზე

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები