მარნეულელი მშვილდოსანი საქართველოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
მარნეულელი მშვილდოსანი სალომე ხარშილაძე საქართველოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტულ სკოლაში განმარტავენ, რომ ჩემპიონატი თბილისში გაიმართა, სადაც წარმატებთ იასპარეზა მათი სკოლის მშვილდოსანმა სალომე ხარშილაძემ და მესამე ადგილი დაიკავა.

სალომე ხარშილაძის პირადი მწვრთნელი გიორგი გორდეზიანია.


„მიმდინარე წლის 15-17 იანვარს, ქალაქ თბილისში, პარასპორტის განვითარების ცენტრში, გაიმართა 2024 წლის საქართველოს ჩემპიონატი დიდებში 18 მეტრ დისტანციაზე. აღნიშნული ჩემპიონატით
დაკომპლექტდება საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელიც თებერვალში ევროპის ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას 18 მეტრ დისტანციაზე, ხოლო მაისში, გერმანიაში 70 მეტრ დისტანციაზე, მიმდინარე წლის ივნისში ანტალიაში მსოფლიოს თასი გაიმართება. აღნიშნულ ტურნირებზე ოლიმპიური ლიცენზია გათამაშდება.“
- ამბობენ მარნეულის სპორტულ სკოლაში.

ჩემპიონატში მონაწილეობდა 59 სპორტსმენი, აქედან 28 ვაჟი და 31 გოგო.

გამარჯვებულები დააჯილდოვეს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელმა თამარ გურგენიძემ, საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა სიმონ ნოზაძემ და ფედერაციის ვიცე - პრეზიდენტმა მამუკა ნავერიანმა.

გარეკანის ფოტო: მარნეულის სპორტული სკოლა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები