მარნეულის სამ სკოლაში, ფეხბურთის და კალათბურთის მოედნის მოსაწყობად, 204 918 ლარია გათვალისწინებული
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში, კაჩაგნის N1 და ზემო სარალის საჯარო სკოლებში, კომბინირებული მინი ფეხბურთისა და კალათბურთის მოედანი მოეწყობა. სამ სკოლაში შესაბამისი სამუშაოების შესყიდვისათვის მერიამ ბიუჯეტიდან ჯამში 204 918 ლარი გამოყო.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ სამი ტენდერი გამოაცხადა. თითოს ღირებულება 68 306 ლარს შეადგენს. ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები ხელოვნურსაფარიანი იქნება.

ქეშალოს საჯარო სკოლის და ზემო სარალის საჯარო სკოლის კომბინირებული მინი
ფეხბურთისა და კალათბურთის მოედი მოეწყობის სამუშაოების შესყიდვის ტენდერში მონაწილეობა მსურველ პრეტენდენტებს 5-დან, 8- აპრილამე პერიოდში შეეძლებათ. კაჩაგნის N1 საჯარო სკოლისთვის გამოცხადებულ ტენდერში კი მონაწილეობის მიღება 4-დან 7-აპრილამდე პერიოდშია შესაძლებელი.

გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება, საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარულ დღეში შეასრულოს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები