მარნეულის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში ხანძარი გაჩნდა
20 მაისს, 22:00 საათზე, მარნეულის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც მერიის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ებისა და შპს-ების ოფისებია, ხანძარი გაჩნდა.

ხანძრის მიზეზებთან დაკავშირებით საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობების განყოფილებას დავუკავშირდით. განყოფილების უფროსი ლუკა ლორია რადიო "მარნეულთან" საუბრისას აცხადებს, რომ ხანძარი შენობის სარდაფში გაჩნდა.

„შემთხვევის შედეგად ერთი პირი მსუბუქად დაშავდა. დაზარალებულს სასწრაფო დახმარების ჯგუფმა პირველადი დახმარება გაუწია“.

ხანძრის მიზეზი, ამ ეტპზე, ცნობილი არ არის. სახანძრო/ს
ამაშველო სამსახურმა ხანძარი მალევე ჩააქრო.

აღსანიშნავია, რომ შენობის, სადაც ხანძარი გაჩნდა, დემონტაჟი და მის ადგილას მარნეულის საკრებულოს ახალი შენობის აშენებაა დაგეგმილი.

ფოტო: 24news.ge


„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
თეგები: Marneuli meriyası Yanğın
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები