16 ნოემბრის საღამოდან აზერბაიჯან-სომხეთის სახელმწიფო
საზღვარზე ვითარება დასტაბილურდა,
- ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია
აღნიშნული. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
"სომხეთის პროვოკაციამ და პოლიტიკურმა ავანტიურამ
სახელმწიფო საზღვარზე სრული კრახი განიცადა. ოპერატიულ ვითარებას
ჩვენი დანაყოფები აკონტროლებს", - აღნიშნულია
განცხადებაში.
უწყების ცნობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები
აზერბაიჯანის სუვერენულ ტერიტორიებზე მსახურებას აგრძელებენ.
"სომხეთის პროვოკაციის შედეგად წარმოქმნილ დაძაბულობასა
და დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება სომხეთის
სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას“, - აღნიშნულია
განცხადებაში.
ამასთან, უწყების ცნობით, სახელმწიფო საზღვარზე 16 ნოემბერს სომხეთის
პროვოკაციებთან დაკავშირებით განხორციელებული სამხედრო ოპერაციების
დროს აზერბაიჯანის არმიის შვიდი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.