„საქართველოში იანვარ-სექტემბერში საავტომობილო ზეთებისა
და საავიაციო ნავთის იმპორტი გაიზარდა,“
- ამის შესახებ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს
ინფორმაციას.
„2022 წლის იანვარ-სექტემბრის განმავლობაში საცხებ-საპოხი
მასალების იმპორტმა შეადგინა 15,94 ათასი ტონა, რაც 2,02 ათასი ტონით
ანუ 14,5%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან
(13,92 ათასი ტონა) შედარებით.
მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის განმავლობაში საცხებ-საპოხი
მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან -
3,04 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 19,1%-ს შეადგენს. შემდეგ
მოდიან: ირანი - 2,89 ათასი ტონა (18,1%); რუსეთი - 1,85 ათასი ტონა
(11,6%); გერმანია - 1,68 ათასი ტონა (10,5%) და სხვ.
2022 წლის იანვარ-სექტემბერში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა
94.7 ათასი ტონა, რაც 30,6 ათასი ტონით ანუ 47,7%-ით მეტია 2021 წლის
ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (64,1 ათასი ტონა) შედარებით.
მათ შორის, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში საავიაციო
ნავთის იმპორტის 59,6% (56,4 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან,
18,8% (17,8 ათასი ტონა) - თურქეთიდან, 13,8% (13,1 ათასი ტონა) -
საბერძნეთიდან, 5,1% (4,8 ათასი ტონა) - ეგვიპტიდან, 2,7% (2,6 ათასი
ტონა) - აზერბაიჯანიდან,“ - ნათქვამია იმპორტიორთა
კავშირის ინფორმაციაში.