27 ოქტომბერს მარნეულში ელექტროენერგია შეიზღუდება
კომპანია “ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ქსელში ჩართულ აბონენტებს.

კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 ოქტომბერს 10:30-დან 11:00 საათამდე და 18:30-დან 19:00 საათამდე – აბონენტებს მარნეულში გამსახურდიას, სულხან-საბას, ჩოლოყაშვილის, პუშკინის, ჭავჭავაძის, ლესელიძის, აივაზ გასანოვის, ჟორდანიას, ტაბიძის, დიმიტროვის, აღმაშენებლის, გასანოვის ქუჩებზე.

13:00-დან 14:30 საათამდე – აბონენტებს ქ. მარნეულში, სოფლებში სადახლო,
შაუმიანი, კაჩაგანი, აღმამედლო, კასუმლო, კეშალო, საბირკენდი, ალგეთი, წერეთელი, ტაკალო, ქვემო სარალი, დამია და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

წყარო: tv4.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები