2022 წლის 10 თვეში საქართველოდან უცხოეთში ექსპორტზე 661 მილიონის
ღირებულების (64 ათასი ერთეული) ავტომობილი გავიდა.
ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 77%-ით მეტია. 2021 წლის 10
თვეში კი უცხოეთში 373 მლნ აშშ დოლარის (51 ათასი ერთეული) მსუბუქი
ავტომობილი გაიყიდა.
„ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ ტოპ- 10 ქვეყნის ჩამონათვალს, სადაც
საქართველოდან 2022 წელს ყველაზე მეტი ავტომობილი გავიდა:
- აზერბაიჯანი - 245.1 მლნ აშშ დოლარის 25 096
ავტომობილი
- უკრაინა - 117.4 მლნ დოლარის 12 446
ავტომობილი
- სომხეთი - 84.2 მლნ აშშ დოლარის 8 293
ავტომობილი
- რუსეთი - 55.3 მლნ აშშ დოლარის 3 841
ავტომობილი
- ყაზახეთი - 54.9 მლნ აშშ დოლარის 5 417
ავტომობილი
- ყირგიზეთი - 38.6 მლნ აშშ დოლარის 5 742
ავტომობილი
- ბელგია - 22.8 მლნ აშშ დოლარის 472
ავტომობილი
- ტაჯიკეთი - 10.3 მლნ აშშ დოლარის 1 789
ავტომობილი
- არაბთა გაერთიანებული საამიროები - 9.6 მლნ აშშ დოლარის
131 ავტომობილი
- ბელარუსი - 5.3 მლნ აშშ დოლარის 156
ავტომობილი
აღსანიშნავია, რომ მონაცემები გაზრდილია 2019 წელთან შედარებითაც.
პანდეიამდელი წლის იანვარ-ოქრტომბერში ქვეყნიდან 557,3 მლნ აშშ
დოლარის ავტომობილები გაიყიდა.