მარნეულში უსახელო ქუჩებს დანომრავენ
მარნეულის საკრებულომ, 3 მარტს, კენჭი უყარა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უსახელო ქუჩების დანომვრას. საკითხი სხდომაზე ორ ეტაპად განიხილეს. ერთი შეეხებოდა სოფელ შაუმიანში დასანომრ ქუჩას, ხოლო მეორე საკითხი, ზოგადად, მარნეულის მასშტაბით არსებულ ქუჩებს. როგორც რადიო „მარნეულს“ საკრებულოს აპარატის უფროსმა, ნინო ბერიძემ უთხრა, ვიდრე ქუჩებს სახელები მენიჭება, ადგილობრივი თვითმმართველობა ციფრებით დანომრავს.

„იცით, თქვენ რომ დამისამართების კუთხით, სახელდებები არ ხდება, მაგრამ
აუცილებელია ქუჩებს ჰქონდეს მნიჭებული ნუმერაცია და გეოგრაფიული ობიექტების შესახებ საქართველოს კანონის მერვე მუხლის მეშვიდე პუნქტის შესაბამისად, სამთავობო კომისიის დასკვნის გარეშე, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს უფლება აქვს დაამტკიცოს ქუჩების ნუმერაცია. მაგალითად, პირველი ქუჩა, მეორე ქუჩა და ასე შემდეგ. ეს გაადვილებს როგორც გზავნილების, ასევე საარჩევნო სისტემის პროცესს. ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი მოსახლეობისთვის, ასევე მუნიციპალიტეტისთვისაც“


დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე სულ 9 საკითხი განიხილეს, მათ შორის მერიის სამსახურების 2022 წლის ანგარიში, თვითმმართველობის მოსამსახურეთა უწყვეტი სწავლების წლიური გეგმა, საწვავისა და სასაუბრო ლიმიტების განსაზღვრა, სპორტსმენების წახალისება და სოციალური საკითხები. ყველა მათგანზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს.

ვრცლადი იხილეთ ვიდეოში:
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები