ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით
ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე,
უცხო ქვეყნის მოქალაქე ცოლ-ქმარი დამნაშავედ ცნო და 10-წლიანი
პატიმრობა მიუსაჯა.
ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით
დადასტურდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე ცოლ-ქმარმა, ჯგუფურად,
უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით
ნარკოტიკული საშუალება - 68,3252
გრამი მეთადონი
(მარილი)". - წერია პროკურატურის განცხადებაში.
დაკავებულებს ბრალდება 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-6 ნაწილის
„ა“ ქვეპუნქტებით ჰქონდათ წარდგენილი.