6 წელიწადში ოჯახური ძალადობის გამო დევნადაწყებულ პირთა რაოდენობა 2.6-ჯერ არის გაზრდილი
საქართველოს პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2023 წელს ოჯახური ძალადობისა და ოჯახური ნიშნით ჩადენილი დანაშაულების გამო სისხლისსამართლებრივი დევნა 5286 ადამიანზე დაიწყო, 2017 წლისთვის შესაბამისი მაჩვენებელი 1986 ადამიანს შეადგენდა, რაც იმას ნიშნავს რომ ბოლო 6 წელში ზრდამ 266,2 პროცენტი შეადგინა.

რეგიონულ ჭრილში პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:

· თბილისი - 1432;

· ქვემო ქართლი - 804;

· აჭარა - 801;

· დასავლეთ საქართველო - 725;

· შიდა ქართლი - 619;

საქართველოს პროკურატურის მონაცემების მიხედვით, ამ პერიოდში ყველაზე მეტად გამოვლენილი შემთხვევებისა და დევნის დაწყების შემთხვევები აჭარაშია გაზრდილი(4,6 ჯერ), შემდეგ ქვემო ქართლში(3.7 ჯერ) და შიდა ქართლში(2,86). ყველაზე მცირედ მოიმატა შემთხვევათა რაოდენობამ სამცხე ჯავახეთისა(1.72 ჯერ) და დასავლეთ საქართველოს შემთხვევაში(1,87 ჯერ).

დევნადაწყებული პირების 5.75 პროცენტი ქალია, ხოლო უმრავლესობა 5001 ადამიანი კაცი. მონაცემების თანახმად ყველაზე მეტი საქმე 35-44 წლის პირებზე აღიძრა. ცნობისთვის, გასულ წლებშიც, დევნადაწყებულ პირებში, აღნიშნული ასაკის პირები ჭარბობდნენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ 5286 დევნადაწყებული პირების 74,7 პროცენტი(3947 ადამიანი) უმუშევარი იყო.

დევნადაწყებული პირები - 5286

· უმუშევარი - 3947;

· თვითდასაქმებული - 762;

· ადვოკატი - 4;

· კერძო სექტორი - 457;

· საჯარო სექტორი - 116;

წყარო: BPN

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები