მარნეულში მომხდარი სტიქიის შემდეგ სარწყავი წყლის მიწოდება 10 სოფელში აღდგა
მარნეულში სარწყავი წყლის მიწოდება 5 ივნისის მდგომარეობით 10 სოფელში აღდგა. საქართველოს მელიორაციის ქვემო ქართლის რეგიონის ხრამი-დებედას ხელმძღვანელმა თორნიკე გოგლიძემ ჩვენთან საუბარში თქვა, რომ წყალი მიეწოდება სოფელ ბეითარაფჩის, კასუმლოს, ულაშლოს, ბაითალოს, კუშჩუს, კაჩაგანს, აღმამედლოს, თაქალოს, სადახლოსა და ზემო სარალს.

მარნეულში მომხდარმა სტიქიამ 26 მაისს, 13 სათავე ნაგებობაა წაიღო. დღევანდელი მდგომარეობით განახლებულია ხუთი ნაგებობა. თორნიკე გოგლიძე განმარტავს, რომ სამუშაოები
ყოველდღიურად მიმდინარეობს და წყლის მიწოდებაც ეტაპობრივად ხდება შესაძლებელი. 6 ივნიის სარწყავ წყალს გაუშვებენ თამარისში, საიმერლოში, პატარა ბეგლიარში, დიდ ბეგლიარში, ბაიდარსა და ქუთლიარში.

“ფაქტობრივად, შეუჩერებლად მიმდინარეობს ტექნიკის სამუშაობი, ჩართულია მუშახელი. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მოკლე დროში აღდგეს დანარჩენ სოფლებშიც” - თქვა თორნიკე გოგლიძემ

ხრამი-დებედას ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ სარწყავი წყლი სმიწოდება მარნეულის მასშტაბით 10 დღის ვადაში აღდგება.

25 მაისს მარნეულში გვიან ღამით მომხდარმა სტიქიამ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა მოსახლეობას. უხვი ნალექის გამო ადიდდა მდინარე ალგეთი, ხრამი და დებედა. დაიტბორა ქალაქ მარნეულის ქუჩების ნაწილი. მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი და სასოფლო სამეურნეო სავარგულები. სტიქიას მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი 6 სამუშაო ჯგუფი სწავლობს, თუმცა ამ დრომდე არ გვაქვს ინფორმაცია მიღებული ზარალის ოდენობის შესახებ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები