მარნეულის რომელ სოფლებში აღდგება სარწყავი წყლის მიწოდება 6 ივნისს
26 მაისს, მარნეულში მომხდარმა სტიქიამ 13 სათავე ნაგებობაა წაიღო. დღევანდელი მდგომარეობით განახლებულია ხუთი ნაგებობა. როგორც საქართველოს მელიორაციის ქვემო ქართლის რეგიონის ხრამი-დებედას ხელმძღვანელმა თორნიკე გოგლიძე რადიო „მარნეულთან“ განმარტა, სამუშაოები ყოველდღიურად მიმდინარეობს და წყლის მიწოდებაც ეტაპობრივად ხდება შესაძლებელი. 6 ივნიის სარწყავ წყალს გაუშვებენ თამარისში, საიმერლოში, პატარა ბეგლიარში, დიდ ბეგლიარში, ბაიდარსა და ქუთლიარში.

“ფაქტობრივად, შეუჩერებლად მიმდინარეობს ტექნიკის სამუშაობი, ჩართულია მუშახელი. მაქსიმალურად
ვცდილობთ, რომ მოკლე დროში აღდგეს დანარჩენ სოფლებშიც” -
თქვა თორნიკე გოგლიძემ
სარწყავი წყლის მიწოდება 5 ივნისის მდგომარეობით 10 სოფელში აღდგა.

ხრამი-დებედას ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ სარწყავი წყლი სმიწოდება მარნეულის მასშტაბით 10 დღის ვადაში აღდგება.

25 მაისს მარნეულში გვიან ღამით მომხდარმა სტიქიამ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა მოსახლეობას. უხვი ნალექის გამო ადიდდა მდინარე ალგეთი, ხრამი და დებედა. დაიტბორა ქალაქ მარნეულის ქუჩების ნაწილი. მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი და სასოფლო სამეურნეო სავარგულები. სტიქიას მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი 6 სამუშაო ჯგუფი სწავლობს, თუმცა ამ დრომდე არ გვაქვს ინფორმაცია მიღებული ზარალის ოდენობის შესახებ.

გარეკანის ფოტო: რადიო მარნეულის არქივი
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები