სტიქიის დროს დაზარალებული 10 ადამიანის სასტუმროში განსათავსებლად მერიამ 6 500 ლარი გადაიხადა
მარნეულში სტიქიის დროს დაზარალებული 10 ადამიანი სასტუმროში გადაიყვანეს. მუნიციპალიტეტმა სასტუმრო კავკაზთან გამარტივებული ხელშეკრულება გააფორმა და 6 500 ლარი გადაიხადა. თანხა სარეზერვო ფონდიდან გამოყვეს. პირდაპირი შესყიდვის ტენდერში ატვირთული დოკუმენტაციის მიხედვით, 5 ადამიანისათვის სასტუმრო 10 ღამით დაჯავშნეს, (29.05-08.06.2024 - მდე) დანარჩენი ხუთისთვის კი 3 ღამით (30.05-02.06.2024მდე).

“მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 26 მაისს გამთენიისას მარნეულის მუნიციპალიტეტში მოხდა სტიქია, სადაც რამდენიმე
დღიანი გადაუღებელი ძლიერი წვიმის შედეგად ადიდდა მდინარე ალგეთი, ხრამი, დებედა და დაიტბორა ქალაქ მარნეულის ქუჩების ნაწილი და მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი. გამომდინარე აქედან, მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა მუნიციპალიტეტში, კერძოდ ქალაქ მარნეულში სულხან საბა ორბელიანის ქუჩა N 27- ში და ბორჩალოს ქუჩა N 12-ში მცხოვრები მოსახლეობა, რომლებიც ცხოვრობდნენ კერძო სახლებში, ხოლო სტიქიის შემდგომ მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უსაფრთხოების ზომების მიღების მიზნით, საჭირო გახდა მოსახლეობის გადაყვანა სასტუმროში.”
- ვკითხულობთ მოხსნებით ბარათში



25 მაისს მარნეულში გვიან ღამით მომხდარმა სტიქიამ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა მოსახლეობას, თუმცა ამ დრომდე არ გვაქვს ინფორმაცია მიღებული ზარალის ოდენობის შესახებ.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები