„ჯიპა“ ქვემო ქართლში ახალ პროექტს იწყებს
„ჯიპა მედია ლაბი“ ქვემო ქართლში და ჯავახეთის რეგიონებში ვიდეო/დოკუმენტური ფილმის მომზადების ტრენინგების ახალ სეზონს იწყებს.

ინფორმაციას „ჯიპა მედია ლაბი“ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.

ინფორმაციის მიხედვით, მონაწილეები ვიდეო ისტორიის მომზადებას და მოკლე დოკუმენტურ ფილმებზე მუშაობას შეისწავლიან.

„ტრენინგის სესიები საქართველოს საზოგადებრივ საქმეთა ინსტტუტის (ჯიპა) მასწავლებლების მიერ კვირის დასასრულს რეგიონებში ჩატარდება. კურსები აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე გადაითრაგმნება. ტრენინგის დასასრულს მოკლე დოკუმენტური ფილმის ფესტივალი ჩატარდება და გამრჯვებულებს საჩუქრები გადაეცემათ. ტრენინგ პროგრამა ქვემო ქართლის და ჯავახეთის რეგიონებიდან მოსწავლეებისთვის, ახალგაზრდებისთვის და სტუდენტებისთვის არის გათვალიწსინებული“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პროექტში მონაწილეობის მსურველებს განაცხადის შეტანა 2024 წლის 12 ივნისამდე, 23:00 საათამდე, შეუძლიათ.

ქვემო ქართლში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა პროექტში მონაწილეობისათვის განაცხადის ფორმა ამ ლინკზე გადასვლით უნდა შეავსონ.



„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
თეგები: GİPA Media Lab Kvemo Kartli
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები