12 დღე წყლის გარეშე - 5 სოფელში სასმელი წყლის აღსადგენად მერიამ 30 061 ლარი გადაიხადა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ ელექტროგადამცემი ხაზის მოწყობაში 30 061 ლარი გადაიხადა. გამარტივებული ხელშეკრულება მუნიციპალიტეტმა შპს “ ელექტრო მონტაჟს” გაუფორმა. სამუშაოების განხორციელების მოთხოვნით ადგილობრივ თვითმმართველობას შპს მარნეულის “სოფწყალმა” მიმართა და უთხრა, რომ 26 მაისს სტიქიური მოვლენების დროს მათ ბალანსზე არსებული კაჩაგნის სატუმბო სადგურზე დაზიანდა 10 კვ-იანი მაღალი ძაბვის ელექტრო გადამცემი ხაზი. ადიდებულმა მდინარემ მთლიანად მოშალა ელექტრო გა
დამცემი ხაზის საყრდენი ბოძი და მდინარემ წაიღო ელექტრო გადამცემი ხაზები რამაც გამოიწვია სატუმბო სადგურზე ელექტრო ენერგიის გათიშვა და უწყლოდ დარჩა 5 სოფელი (კაჩაგანი, აღმამედლო, თაქალო, კასუმლო, ულაშლო) 2800 აბონენტი.

“სასმელი წყალი არ მიეწოდება 2800 აბონენტს, რასაც ემატება წყალდიდობის შემდგომ შექმნილი შლამით ანტისანიტარიული ვითარებაც. აღნიშნული ქსელის რეაბილიტაცია ამ ეტაპისთვის შეუძლებელია, ვინაიდან მდინარის წყლის ნაკადის მატება არ იძლევა საშუალებას განხორციელდეს სარეაბილიტაციო სამუშაოები. სატუმბ სადგურზე ელ მომარაგების მიზნით ერთ-ერთ ალტერნატიულ საშუალებას წარმოადგენს სოფელ კაჩაგანში მდებარე მაღალი ძაბვის ელ გადამცემი ხაზიდან ახალი კვების წყაროს მოწყობა. რისთვისაც საჭიროა ,,დანართ 1“-ით განსაზღვრული მასალები ვინაიდან შპს მარნეულის სოფწყალს არ გააჩნია ახალი კვების წყაროს მოწყობის მიზნით საჭირო სახსრები და საქმე გვაქვს არსობრივად გაუთვალისწინებელ/ გადაუდებელ ვითარებასთან, მიზანშეწონილად მიმაჩნია მარნეულის მუნიციპალიტეტის მიერ გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე გამარტივებული გზით განხორციელდეს ,,დანართი 1“-ით განსაზღვრული მასალების სახელმწიფო შესყიდვა.” - წერია მოხსენებით ბარათში.

25 მაისს მარნეულში გვიან ღამით მომხდარმა სტიქიამ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა მოსახლეობას. უხვი ნალექის გამო ადიდდა მდინარე ალგეთი, ხრამი და დებედა. დაიტბორა ქალაქ მარნეულის ქუჩების ნაწილი.
მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი და სასოფლო სამეურნეო სავარგულები. ამ დრომდე არ გვაქვს ინფორმაცია მიღებული ზარალის ოდენობის შესახებ.მარნეულის მერიის მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით კი, სოფელ იმირში დასრულდა სასმელი წყლის 360 გრძივი მეტრი მილსადენის მონტაჟი და 13 სოფლის 1 800-მდე აბონენტს აღუდგა სასმელი წყლის მიწოდება.

გარეკანის ფოტო: რადიო მარნეულის არქივი
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები