მარნეულის სკოლები, სადაც პირველკლასელების მიღება აღარ შეუძლიათ
მარნეულის მუნიციპალიტეტის სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი მიმდინარეობს. ხუთ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირველკლასელთა მიღების ლიმიტები უკვე ამოიწურა.

ქალაქ მარნეულის N2 სკოლას ახალი სასწავლო წლისათვის 100 ადგილი ჰქონდა გათვალისწინებული. 50 ქართულ, ხოლო 50 რუსულ სექტორზე. 6 ივნისის მონაცემებით რეგისტრაციის ვებ-გვერდზე თავისუფალი ადგილები აღარ იძებნება.

ადგილები შევსებულია ქალაქ მარნეული N5 საჯარო სკოლაშიც, რომელიც წელს, 75 პირველკლასელს მიიღებს.

თავისუფალი ადგილები აღარ
არის ქალაქ მარნეულის N6 საჯარო სკოლაშიც. აღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულება 2024-205 სასწავლო წელს 125 პირველკლასელს მიიღებს. 100 მოსწავლეს ქართულ სექტორზე, 25 მოსწავლეს კი რუსულ სექტორზე.
პირველკლასელთა ადგილებია შევსებული მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოში, სადაც 25 მოსწავლე დარეგისტრირდა.

თავისუფალი ადგილები აღარ აქვს ქართულ სექტორზე მისაღებად მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთლის საჯარო სკოლას. აღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულება წელს 50 მოსწავლეს მიიღებს.
რეგისტრაციის მესამე ეტაპი 13 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge.

რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 14 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

2024-2025 სასწავლო წელს მარნეულის 74 საჯარო სკოლას მაქსიმუმ 2200 მოსწავლის მიღება შეუძლია.

რეგისტრაციის მესამე ეტაპის შემდეგ დაიწყება ბოლო, მეოთხე ეტაპი.

IV ეტაპი – 27 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით სკოლებში განხორციელდება. ამ ეტაპზე დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ან წინა ეტაპებზე გამოთავისუფლებულ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.

გარეკანის ფოტო: რადიო მარნეულის არქივი
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები