ჯინ შაჰინი: ჩემი ორპარტიული კანონპროექტი ["ქართველი ხალხის აქტი"] ამ შეზღუდვებს მუდმივს გახდის
ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ქართველი ოფიციალური პირებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებას მიესალმება.

შაჰინი წერს, რომ კონგრესში წარდგენილი ორპარტიული კანონპროექტი, „ქართველი ხალხის აქტი“ ამ შეზღუდვებს მუდმივს გახდის. „ეს არ არის მოკლევადიანი შედეგი”, – ამბობს შაჰინი.

„მივესალმები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ნაბიჯს, სავიზო შეზღუდვები დაუწესონ მათ, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრასა
და მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმაზე. ჩემი ორპარტიული კანონპროექტი ამ შეზღუდვებს მუდმივს გახდის, რაც ცხადყოფს, რომ ეს გადაწყვეტილება არ არის მოკლევადიანი შედეგი“,
– წერს სენატორი სოციალურ ქსელ X-ში.

სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში "რუსული კანონი"ს მხარდაჭერისთვის გუშინ სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა – ამის შესახებ სახდეპში გამართულ ბრიფინგზე პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

სანქცია გულისხმობს სავიზო შეზღუდვებს და ის შეეხება „ქართული ოცნების” წევრებს, პარლამენტის წევრებს, ძალოვანებს და კერძო პირებს. საერთო ჯამში, 30-მდე ადამიანს.
წყარო: პუბლიკა

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები