სოფლებში გარე განათების მოსაწყობად მერიამ ერთ კომპანიასთან 11 გამარტივებული შესყიდვა გააფორმა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფლებში გარე განათებების მოწყობის მიზნით ერთ კომპანიასთან 11 გამარტივებული შესყიდვა გააფორმა.

მარნეულის მერიასა და შპს „მური“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით, კომპანია მერიისაგან საერთო ჯამში 421 827 ლარს და 19 თეთრს მიიღებს.

გარე განათებების მოწყობა 22 სოფელშია დაგეგმილი.
გთავაზობთ სოფლების ჩამონათვალსა და თანხის რაოდენობას, რომელიც გარე განათების მოწყობაში დაიხარჯება.

სოფელ კასუმლოში გარე განათების მოწყობა - 39 839,31 ლარი
სოფელ მარადისში გარე განათების მოწყობა - 23 975,45 ლარი
სოფელ ახკერპში გარე განათების მოწყობა - 15 860,64 ლარი
სოფელ აღმამედლოში გარე განათების მოწყობა - 19 910,20 ლარი
სოფელ ყიზილაჯლოში გარე განათების მოწყობა - 19 928,26 ლარი
სოფელ წერაქვში გარე განათების მოწყობა - 9 944,43 ლარი
სოფელ შაუმიანში გარე განათების მოწყობა - 19 928,70 ლარი
სოფელ ოფრეთში გარე განათების მოწყობა - 9 887,94 ლარი
სოფელ ალგეთში გარე განათების მოწყობა - 19 883,85 ლარი
სოფელ აზიზქენდში გარე განათების მოწყობა - 19 893,20 ლარი
სოფელ შულავერში გარე განათების მოწყობა - 19 825,73 ლარი
სოფელ იმირჭალაში გარე განათების მოწყობა - 11 929,71 ლარი
სოფელ ქუთლიარში გარე განათების მოწყობა - 19 895,83 ლარი
სოფელ ბაიდარში გარე განათების მოწყობა - 15 910,19 ლარი
სოფელ დიდ მუღანლოში გარე განათების მოწყობა - 19 945,98 ლარი
სოფელ ლეჟბადინში გარე განათების მოწყობა - 15 956,63 ლარი
სოფელ პირველ ქესალოში გარე განათების მოწყობა - 19 851,20 ლარი
სოფელ მეორე ქესალოში გარე განათების მოწყობა - 19 890,68 ლარი
სოფელ კაპანახჩში გარე განათების მოწყობა - 19 845,61 ლარი
სოფელ სადახლოში გარე განათების მოწყობა - 19 899,13 ლარი
სოფელ კაჩაგანში გარე განათების მოწყობა - 19 956,89 ლარი
სოფელ კირაჩმუღანლოში გარე განათების მოწყობა - 19 867,63 ლარი

შპს „მური“-ს მფლობელი და დირექტორი თორნიკე თვარაძეა. მარნეულის მერიას შპს „მური“-სთან 2020 წლიდან დღემდე გამარტივებული შესყიდვის წესით 38 ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. ყველა ხელშეკრულება სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფლებში გარე განათებების მოწყობას ეხება.

პრიორიტეტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები 12 -დან 26 თებერვლის ჩათვლით გაიმართა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის 2024 წელს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 232 000 ლარი გამოიყო. თანხა სოფლებზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით გადანაწილდა. თითო სოფელზე მინიმალური თანხა 10 000, ხოლო მაქსიმალური 20 000 ლარს შეადგენს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები