გზების პრობლემის გამო მარნეულის 4 ახალ ნაგავმზიდს ქალაქში გადაანაწილებენ
მარნეულის მუნიციპალიტეტმა 4 ახალი ნაგავმზიდი მიიღო, ინფორმაცია მარნეულის მერიამ გაავრცელა და დადო ფოტოები, სადაც თვითმმართველობის ხელმძღვანელობამ ახალი ტექნიკა დაათვალიერა. რადიო „მარნეულმა“ ინფორმაცია ტრადიციულად მას შემდეგ გაიგო, რაც მუნიციპალიტეტმა ფოტოები ოფიციალურ გვერდზე დადო.

10 კუბური მეტრი მოცულობის 2 ერთეული და 16 კუბური მეტრი მოცულობის 2 ერთეული ნაგავმზიდი ა(ა)იპ სუფთა მარნეულს გადაეცა. როგორც რადიო “მარნეულთან” მიცემულ ინტერვიუში ამავე
კომპანიის ხელმძღვანელი, ლერი მუმლაძე ამბობს, ახალი ტექნიკით გაუმარტივდებათ ნარჩენების გატანა. ახალი ტრანსპორტი ქალაქში ივლის.

“ესენი ყველა ჩანაცვლდება ქალაქში, იმიტომ, რომ გზების პრობლემაა და არის ალბათობა რომ ახალი მანქანები დაზიანდეს. ქალაქში რაც არის გადანაწილდება (სოფლებში) რომ ვემსახურებოდით კვირაში ორჯერ, ან ყოველ მეორე დღეს, ეს საკმარისი არაა. ჯერ ზუსტად არ ვიცით რა რეჟიმში იმუშავებს, ხალხი გასულია, თვლიან რამდენი ნაგვის ურნა დგას. ბარათებსაც ველოდებით საწვავის. ამ ახალი ტექნიკით უფრო სწრაფად გავიტანთ ნარჩენებს. „ -
თქვა კომპანიის ხელმძღვანელმა.

ლერი მუმლაძის თქმით, ტექნიკა მარნეულში მუშაობას დაახლოებით 1 კვირაში დაიწყებს.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები