მერიამ საბირქენდის შიდა გზების მოწყობისათვის ტენდერი მესამედ გამოაცხადა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა სოფელ საბირქენდში შიდა გზების მოწყობას მესამედ ცდილობს. მარნეულის მერიამ სოფელ საბირქენდის შიდა გზების დაგებისათვის ტენდერი მესამედ გამოაცხადა, რადგან მეორე ტენდერი შეწყდა.

მარნეულის მერიის მიერ 5 აპრისლ გამოცხადებულ, 504 377 ლარის ღირებულების, ტენდერში მონაწილეობა ერთმა კომპანიამ „ჯეუ გრუპი“-მ მიიღო, რომელმაც მერიას სამუშაოების შესრულება 499 230 ლარად შესთავაზა. მერიის სატენდერო კომისიის დასკვნის მიხედვით, პროექტის მოთხოვნები
შეიცვალა, რის გამოც ტენდერი შეწყვეტილად გამოაცხადეს.

მარნეულის მერიამ სოფელ საბირქენდში შიდა გზების მოწყობის ტენდერი მესამედ 28 მაისს გამოაცხადა. მარნეულის მერია გზების მოწყობას კვლავ 504 377 ლარად გეგმავს.

„სატენდერო კომისიაზე აღინიშნა, რომ აღნიშნული ტენდერი ორგზის უკვე იყო გამოცხადებული, რომელთაგანაც ერთ შემთხვევაში არ შედგა, მეორე შემთხვევაში კი შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე განხორციელდა ელექტრონული ტენდერის შეწყვეტა. რის გამოც სათანადო კომპეტენციებით აღჭურვილი მუნიციპალური სამსახურის მიერ უზრუნველყოფილ იქნა შესაბამის ინფრასტრუქტურულ ობიექტზე შედგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცის გადახედვა/გადააზრება/გადაფასება/გადამოწმების პროცესი, რითაც მერიის ურბანული განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშნებლობის სამსახურის მიერ წარმოდგენილი იქნა კორექტირებული საპროექტო/სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია“. - აღნიშნულია სატენდერო კომისიის სხდომის ოქმში

მარნეულის მერიის მიერ გამოცხადებულ ახალ ტენდერში მონაწილეობის მიღების მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 13-დან 18 ივნისამდე პერიოდში შეეძლებათ. ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღის ვადაში შეასრულოს.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ საბირქენდში შიდა გზების დაგებისათვის პირველი ტენდერი 2024 წლის თებერვალში გამოაცხადა, რომლის ღირებულებაც 415 682 ლარი იყო, მაგრამ მასში მონაწილეობა არც ერთ კომპანიას არ მიუღია.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები