ანსამბლი „იბერია“ საბერძნეთში ფესტივალზე გაემგზავრა
მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „იბერია“ საბერძნეთში გასტროლზე გაემგზავრა. მარნეულის კულტურის ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ახალგაზრდა მოცეკვავეები ბავშვთა და ახალგაზრდობის V საერთაშორისო ფესტივალში "Waveldeas. Greece" მიიღებენ მონაწილეობას.

„ფესტივალის მთავარი მიზანია ეროვნული კულტურების პოპულარიზაცია, შემოქმედებითი კონტაქტების დამყარება, საერთაშორისო ურთიერთობების გაძლიერება და თანამშრომლობა ბავშვთა და
ახალგაზრდობის შემოქმედებით; ჯგუფების და ხელოვნების წამყვანი სპეციალისტების მოზიდვა შემოქმედებით გუნდებთან თამშრომლობაზე, გამოცდილების გაცვლაზე“
. - აღნიშნულია კულტურის ცენტრის განცხადებაში

საბერძნეთში, პარალია კატერინიში, ბავშვთა და ახალგაზრდობის V საერთაშორისო ფესტივალი 2024 წლის 8-15 ივნისს იმართება.


რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები