მარნეულში რუსთაველის ქუჩაზე ამოხეთქილი კანალიზაცია გაწმინდეს
მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, სადაც კანალიზაციამ ამოხეთქა, ტერიტორია გაწმინდეს. როგორც რადიო „მარნეულს“ საკრებულოს წევრმა, ვასილ ხახულაშვილმა უთხრა, გამწმენდი ტექნიკა გორიდან ჩამოიყვანეს და სამუშაოები დაახლოებით ორი საათის წინ ჩატარდა. საკრებულოს დეპუტატის თქმით, მარნეულის მერიას კანალიზაციის გამწმენდი ტექნიკა უკვე შესყიდული ჰყავს და რამდენიმე დღეში ჩამოვა.

„ტროტუარიც გადარეცხილია, ავტომობილი გამოვიძახეთ გორიდან. ჩვენ არ გვყავს ეს ტექნიკა - მუნიციპალიტეტს. მაღალწნევიანი
დაბერვა სჭირდებოდა, გამოვიძახეთ და პრობლემა მოგვარებულია. უფრო სასიხარულო ინფორმაცია ის არის, რომ ჩვენ შევისყიდეთ უკვე ავტომობილი და დღედღეზე ჩამოვა, უფრო მყისიერად მოხდება ხოლმე პრობლემის მოგვარება. სხვა მანქანას რომ ჩამოგვყავდა იწელებოდა დროში პრობლემის მოგვარება, ორი დღე სჭირდებოდა ზოგჯერ და ზაფხულში კიდევ უფრო რთულია ანტისანიტარიასა და სუნში გაჩერება. ვიდრე წყლისა და წყალარინების პროექტი დასრულდება მარნეულში, ფორსმაჟორში მოვახდენთ ხოლმე რეაგირებას საჭიროების შემთხვევაში. „ -
თქვა ვასილ ხახულაშვილმა

ერთი ერთეული კანალიზაციის გამწმენდი და შემწოვი(კომბინირებული) ავტომანქანა მარნეულის მერიამ შპს “სტრადა”- საგან 189 700 ლარად შეიძინა. ადგილობრივმა თვითმმართველობამ ტექნიკის შესყიდვის ტენდერი სამჯერ გამოაცხადა მესამე ცდაზე, ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობა 5 -მა კომპანიამ მიიღო. მერიამ ხელშეკრულება, ყველაზე დაბალი ფასის შემთავაზებელ კომპანიასთან, “სტრადასთან” გააფორმა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები