14 სოფელში გზების მოსახრეშად მარნეულის მერია ერთ კომპანიას 208 088 ლარს გადაუხდის
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 14 სოფელში გზების მოხრეშვის სამუშაოები, გამარტივებული წესით, ერთი კომპანიისაგან შპს „ჯი ემ ჯი ქონსთრაქშენი 2022“-საგან შეისყიდა.

მარნეულის მერიამ „ჯი ემ ჯი ქონსთრაქშენი 2022“-თან, რომლის დირექტორიც მამუკა აზარაშვილია, რამდენიმე გამარტივებული შესყიდვა გააფორმა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა 14 სოფელში გზების მოხრეშვისთვის შპს „ჯი ემ ჯი ქონსთრაქსენი 2022“-ს 208 088 ლარს და 48 თეთრს გადაუხდის.

გამარტივებული შესყიდვების მიხედვით, გზების მოხრეშვა შემდეგ სოფლებში იგეგმება:
სოფელი კუშჩუ - 15 844,36 ლარი.
სოფელი ბაითალო - 11 876,61 ლარი.
სოფელი ხანჯიგაზლო - 11 950,11 ლარი.
სოფელი ჩანახჩი - 11 913,36 ლარი.
სოფელი ვერხვიანი - 9 943,11 ლარი. სოფელი ამბაროვკა - 15 819,95 ლარი.
სოფელი ქეშალო - 19 864,90 ლარი.
სოფელი ენიქენდი - 15 844,36 ლარი.
სოფ. ქვემო სარალი - 19 834,27 ლარი.
სოფ. ზემო სარალი - 15 795,53 ლარი.
სოფ. თაზაქენდი - 15 893,20 ლარი.
სოფ. გაჯისაქენდი - 15 844,36 ლარი.
სოფ. გიულბაღი - 11 913,36 ლარი.
სოფ. ულაშლო - 15 751,00 ლარი.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფლებში გარე განათებების მოწყობის მიზნით ერთ კომპანიასთან, შპს „მური“-სთან 421 827 ლარს და 19
თეთრს ღირებულების 11 გამარტივებული შესყიდვა გააფორმა
.

პრიორიტეტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები 12 -დან 26 თებერვლის ჩათვლით გაიმართა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის 2024 წელს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 232 000 ლარი გამოიყო. თანხა სოფლებზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით გადანაწილდა. თითო სოფელზე მინიმალური თანხა 10 000, ხოლო მაქსიმალური 20 000 ლარს შეადგენს.

ფოტო: რადიო „მარნეულის“ არქივი

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები