მარნეულის ყოფილი მერი სასახლეს იშენებს
მარნეულის ყოფილი მერი, თემურ აბაზოვი, რომელიც დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში იყო ბრალდებული, თბილისში, საბურთალოზე სასახლეს იშენებს. ინფორმაციას ტელეკომპანია პირველი შაბათის ეთერში ავრცელებს. ვიდეოსიუჟეტში გავრცელებული დეტალებით, აბაზოვი სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში დანიშნეს.

აბაზოვის თეთრი ქვის სასახლე 450 კვადრატული მეტრია. სახლის ფასადის მოსაპირკეთებლად ანტიკური ხანისთვის დამახასიათებელ ჩუქურთმებია გამოყენებული, სახლს თეთრი სვეტები აქვს და ფასადზე თემურ აბაზოვისა და მისი შვილის ინიციალები
ამოტვიფრული. საიდან აქვს აბაზოვს ამხელა ფული, ეს კითხვა ტვ პირველის ჟურნალისტმა აბაზოვს დაუსვა:

- ბიძინა ივანიშვილმა მოგცათ ეს ფული? დაგიფასათ თავდადება?
- თქვენი ეს კითხვა არის სასაცილო.


არის თუ არა სასახლე ბიძინა ივანიშვილის ჯილდო მარნეულის ყოფილი მერისთვის, რომელმაც ივანიშვილის მაგინებელ კაცს სახე შარდით დააბანინა, აბაზოვი პასუხობს, რომ ის სასამართლომ გაამართლა, რადგანაც „მართალი იყო“. აბაზოვის მტკიცებით, მარმარილოს სასახლეს მამასისის შეძენილი მიწის ნაკვეთით ააშენა, რომელიც რამდენიმე წლის წინ გაყიდეს.

თემურ აბაზოვი მარნეულის მერობის პერიოდში დააკავეს. შვიდთვიანი პატიმრობის შემდეგ ის გიორაოთი გაათავისუფლეს. რუსთავის საქალაქო სასამართლომ მარნეულის ყოფილი მერის თემურ აბაზოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. აბაზოვს ბრალი ჯგუფურად ჩადენილ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე ედებოდა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები