სტიქიის გამო ახკერპში დარჩენილი მოსწავლეები სახლებში დააბრუნეს
ახკერპში სპორტულ ღონისძიებიდან წამოსული ხოჯორნელი ბავშვები და მასწავლებლები ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებული მდინარის გამო ხოხმელსა და ჩანახჩში დარჩნენ. როგორც ხოჯორნის სკოლის პედაგოგი, ლალი მარგიანი ამბობს, 20 მოსწავლე, 10 ივნისს ახკერპის სკოლაში პროექტის ფარგლებში წაიყვანეს, სოფელში დაბრუნებისას აღარ დახვდათ გზა, რომელიც ახკერპს ხჯორნთან აკავშირებდა. ადიდებულმა მდინარემ სამანქანო გზა წაიღო. ხოჯორნის სკოლას დარჩენა ხოხმელსა და ჩანახჩში ოჯახებში მოუწიათ.

“პროექტი
გვქონდა, ახკერპში წავედით 4 მასწავლებელი ჩვენი სკოლიდან და 20 მოსწავლე. ვიქტორინა ჩავატარეთ, ფეხბურთი ითამაშეს ბავშვებმა, ფრენბურთი. ამასობაში დაიწყო წვიმა. დავბრუნდით სოფელის გზაზე, მაგრამ ისე მოხდა, ის გზა, რაც დილით გავიარეთ, ვეღარ ვიცანით, ისე იყო განადგურებული წვიმისგან. წაღებული დაგვხვდა ჩანახჩიდან გადმოსასვლელი გზაც . ვერანაირად ვერ წამოვიდოდით, ზედმეტი იყო რისკზე საუბარი. 112-ში დავრეკეთ, მაშინვე მარნეულის სამაშველო სამსახურმა გადაურეკა ჩვენი სოფლის რწუმნებულს , დეპუტატს და ეს ადამიანი ყოველ ნახევარ საათში მირეკავდა და კითხულობდა სიტუაციას და ბავშვების უსაფრთხოების ამბავს. (მარნეულის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელი ლევან კალაძე) თან ნამდვილად რომ ეტყობოდა რომ ჩვენზე ძალიან დარდობდა და ეს არ იყო მოვალეობის მოხდის მიზნით დაკავშირება. სახანძრო მანქანაც მოვიდა, მაგრამ ვერაფერს იზავდნენ, შანსი არ იყო, ეს ადამიანი გვირეკავდა და ამბობდა რომ გაგვეშორებინა ბავშვები იქაურობას, იქნებ ოჯახებში დაბინავდეთო, ახკერპის რწმუნებულისთვისაც კი დაურეკავს. ძალიან მადლობელი ვართ ამ ადამიანის”,
-
თქვა ლალი მარგიანმა. 


ხოჯორნში მცხოვრები მოსწავლეები და მასწავლებლები სოფელში დღეს, დაახლოებით 13:00 საათზე მას შემდეგ დაბრუნდნენ, რაც ადგილზე დროებითი გზა საგზაო დეპარტამენტმა მოაწყო. სოფლ ახკერპის რწმუნებულის, გიგოლ ათაბეგიანის თქმით, გზა დროებითა და არ აქვთ გარანტია, რომ სიტუაცია ყველა ძლიერი წვიმის დროს იგივე არ იქნება. მონაკვეთზე ხიდი უნდა აშენდეს, რომლის მშენებლობა უკვე დაახლოებით 3 წელია დროში იწელება.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები